უკრაინა ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს იმ რუს დიპლომატებს, ვინც სკრიპალის საქმის გამო ევროკავშირის ქვეყნებიდან გააძევეს

უკრაინა ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს იმ რუს დიპლომატებს, ვინც სკრიპალის საქმის გამო ევროკავშირის ქვეყნებიდან გააძევეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში შესვლას აუკრძალავს იმ რუს დიპლომატებს, ვინც სკრიპალის საქმის გამო ევროკავშირის ქვეყნებიდან გააძევეს, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა განაცხადა.

„ჩვენ 13 რუსი დიპლომატი გავაძევეთ. ეს სწორი ნაბიჯი იყო. ჩვენ ასევე ავუკრძალეთ უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა იმ 60 მზვერავს, რომლებიც აშშ-დან გააძევეს, ასევე მათ, ვინც დიდი ბრიტანეთიდან გააძევეს. ჩვენ ასევე ავუკრძალავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას იმ რუს დიპლომატებს, ვინც ევროკავშირის ქვეყნებიდან გააძევეს“, - აღნიშნა ვასილი გრიცაკმა.

4 მარტს დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში ГРУ-ს ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ოფიციალურმა ლონდონმა აღნიშნულში ბრალი რუსეთის ხელისუფლებას დასდო. შედეგად, 28 ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნით 150-მდე რუსი დიპლომატი გააძევა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე