10 000 საწარმო ახალ თანამშრომლებს ეძებს - სპეციალობები საქართველოში, სადაც დასაქმების მეტი შანსი გაქვთ

10 000 საწარმო ახალ თანამშრომლებს ეძებს - სპეციალობები საქართველოში, სადაც დასაქმების მეტი შანსი გაქვთ

გამოკითხული საწარმოების 10.4% (10,049 საწარმო) ახალი თანამშრომლების დაქირავებას აპირებს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის ანგარიშშია ნათქვამი.

რაც შეეხება ვაკანსიებს, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 5,651 საწარმოს სულ 18,868 ვაკანსია ჰქონდა, ხოლო გამოკითხვის მომენტისთვის უკვე 6,084 ვაკანსია ჰქონდათ გამოცხადებული.

ამასთან, კვლევის თანახმად, ახალი თანამშრომლების დაქირავების მხრივ ყველაზე მოთხოვნად პროფესიულ ჯგუფებს წარმოადგენს: საფინანსო და გაყიდვების სფეროს დამხმარე პერსონალი, საზოგადოებრივი და მონათესავე მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალები, ინდივიდუალური მომსახურებისა და დაცვის სამსახურის მუშაკები, მოპოვებასა და მშენებლობაზე დასაქმებული მუშები, ფიზიკის, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალები, მძღოლები და მოძრავი ტექნიკური საშუალებების ოპერატორები, კვების პროდუქტების მწარმოებელი და მონათესავე პროფესიების მუშაკები, მოდელები, გამყიდველები და საქონლის დემონსტრატორები, მოლარეები და მონათესავე სპეციალობების მოსამსახურეები და მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის არაკვალიფიციური მუშები. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო