საქმე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - მთავრობამ ყოფილი პრემიერისთვის 5 000 ევრო გამოყო

საქმე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - მთავრობამ ყოფილი პრემიერისთვის 5 000 ევრო გამოყო

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის იუსტიციის სამინისტროს 5 ათასი ევროს ექვივალენტი ლარი გამოეყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანებაშია ნათქვამი, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უნდა აღსრულდეს.

ცნობილია, რომ საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლომ 4 ათასი ევრო დააკისრა, რომელიც ყოფილ პრემიერს კომპენსაციის სახით უნდა მიეღო. შესაბამისი თანხა იუსტიციის სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოეყო.

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის 28 ნოემბერს მიიღო. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი 51 მუხლის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას. ადგილი ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს