ლონდონის პოლიციამ იულია სკრიპალის წერილი გაავრცელა

ლონდონის პოლიციამ იულია სკრიპალის წერილი გაავრცელა

ლონდონის პოლიციამ იულია სკრიპალის პირველი კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც ყოფილი ორმაგი აგენტის ქალიშვილი თავისი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს.

მისი მტკიცებით, ის კვირაზე მეტია გამოფხიზლდა და ყოველდღიურად ემატება ძალები. წერილში სკრიპალი ყველა გულშემატკივარს, იმ ადამიანებს, ვინც უგონოდ ყოფნის დროს მას და მამამისს დაეხმარა, ასევე სოლსბერის მედპერსონალს, პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის.

იულია სკრიპალი იმედს გამოთქვამს, რომ მისი და მისი ოჯახის პირადი ცხოვრების მიმართ იქნება პატივისცემა მისი გამოჯანმრთელების პერიოდში. წერილში მამის ჯანმრთელობის შესახებ იულია სკრიპალი არაფერს ამბობს.

აღსანიშანვია, რომ რუსეთის ტელეარხმა Россия 1-მა იულია სკრიპალის სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა, რომელიც საავადმყოფოდან ნათესავს ესაუბრება. საუბრის დროს იულია ჰყვება, რომ „ყველაფერი კარგადაა, მიმდინარეობს ყველა საკითხის გადაწყვეტა, ყველას მდგომარეობა უმჯობესდება და ყველანი ცოცხლები არიან. მამა კარგადაა, ახლა ის ისვენებს, სძინავს“.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე