ხონში კატასტროფის ცენტრის მანქანა მამაკაცს საკუთარი სახლის ჭიშკართან დაეჯახა

ხონში კატასტროფის ცენტრის მანქანა მამაკაცს საკუთარი სახლის ჭიშკართან დაეჯახა

ხონის რაიონში 37 წლის მამაკაცს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან სამედიცინო დახმარების ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა ნათელა ცაგურიამ განუცხადა, სამედიცინო დახმარების ავტომანქანას ცხენი გადმოუხტა, მძღოლმა საავარიო სიტუაციის თავიდან აცილება ვერ მოახერხა და მამაკაცს დაეჯახა. მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა სამტრედიის რაიონის საავადმყოფოს კატასტროფის ცენტრს ეკუთვნის.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო