იცოდით, რომ აღდგომის ყვავილიც არსებობს? დიახ, ის სწორედ აპრილ-მაისში ყვავილობს და მისი სხვადასხვა სახეობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. ოდითგანვე მედგარა საიდუმლოებებთანაა დაკავშირებული. ხალხმა ამ მცენარეს სხვადასხვა სახელი შეარქვა: მათ შორის თოვლის ტიტა, ძილისბალახა და ა.შ. დასავლეთ ევროპაში კი მას სააღდგომო ზანზალაკს ეძახიან. ფორმით ყვავილი ბეწვიან ტიტას მოგვაგონებს. ეს მცენარე ბაიასებრთა ოჯახს მიეკუთვნება და ხშირად იისფრადაა შეფერილი. საქართველოში სულ 4 სახეობაა გავრცელებული.
ამ მცენარეს არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ძველად სწამდათ, რომ ყველა მცენარეს დედა ჰყავდა, მედგარას კი - დედინაცვალი. სწორედ ის აგდებდა ყვავილს დედამიწაზე და აიძულებდა, სხვებზე ადრე ეყვავილა. განაგრძეთ კითხვა