როდის ეცვა ქრისტე ჯვარს? - ასტროლოგები იესოს ბიოგრაფიული დეტალების შესახებ

როდის ეცვა ქრისტე ჯვარს? - ასტროლოგები იესოს ბიოგრაფიული დეტალების შესახებ

იესოს ბიოგრაფიული დეტალების გამორკვევას უკვე მე-5 მე-6 საუკუნეებიდან ცდილობდნენ. პირველ მკვლევართა შორის იყო ბერი დიონისე მცირე. ხელმძღვანელობდა რა ებარაული კალენდრითა და ისტორიული ცნობებით, მისი გამოთვლებით ჯვარცმა 31 წლის 23 მარტს უნდა მომხდარიყო. 525 წელს სწორედ ეს გამოთვლა დაედო საფუძვლად იმას, რომ წელთაღრიცხვას ქრისტეს დაბადებიდან ვაწარმოებთ. მანამდე ქრონოლოგია აღინუსხებოდა იმპერატორების მეფობის წლების მიხედვით.

თუმცაღა, მე-20 საუკუნეში მეცნიერებმა ეჭვქვეშ დააყენეს დიონისე მცირეს გამოთვლები. ნისანის თვის (გაზაფხულის პირველი თვე ებრაულ კალენდარში) 14, როგორც ამას სახარება გვამცნობს, იმ წელისადს ხუთშაბათ დღეს დაემთხვა. გარდა ამისა, პასექის დღესასწაული შაბათ დღეს უწევდა. თუ ამ მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ და გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პილატე პონტოელი 26-36 წლებში მართავდა იუდეას, გამოდის, რომ ასეთ დღედ 29, 30 და 33 წლები შეიძლება ვიგულისხმოთ. მაგრამ როგორც ცნობილია, იესოს ჯვარცმის დღეს მზის სრული დაბნელება დაემთხვა. არცერთ ზემოთხსენებულ თარიღზე ეკლიპსი არ აღინიშნება. სამაგიეროდ ეკლიპსს ადგილი ჰქონდა 30 წლის 21 მაისს, 31 წლის 10 მაისს და 34 წლის 7აპრილს.

როგორც ვხედავთ, ისტორიკოსებისა და ასტრონომების კამათი ამ თემაზე ჯერ ისევ გადაუჭრელი რჩება. იმედია, ოდესმე ამ საიდუმლოსაც აეხდება ფარდა და შევიტყობთ, თუ როდის აცვეს მაცხოვარი ჯვართ კაცობრიობის პირველცოდვის გამოსასყიდად.

ასტროლოგი ხათუნა ღვინიაშვილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს