სერგეი სკრიპალის კატა, რომელიც ნერვული აგენტით მოიწამლა, ვეტერინარებმა დააძინეს

სერგეი სკრიპალის კატა, რომელიც ნერვული აგენტით მოიწამლა, ვეტერინარებმა დააძინეს

ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის კატა ნერვული აგენტით მოწამვლის გამო დააძინეს, ინფორმაციას „ინდეფენდენთი“ ავრცელებს.

შავი სპარსული ჯიშის კატა სკრიპალის სახლში მძიმე მდგომარეობაში მყოფი აღმოაჩინეს.

ვეტერინარმა ცხოველის ევთანაზიის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ზედმეტი ტანჯვა აერიდებინა თავიდან.

სახლში შესულმა ვეტერინარმა იპოვა სკრიპალის მკვდარი ზღვის გოჭებიც. ვარაუდობენ, რომ ზღვის გოჭები არ იყვნენ მოწამლული და წყლის და საკვების გარეშე ყოფნის შედეგად დაიხოცნენ.

ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლული ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს გადაიყვანეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე