როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ 80-იანი წლების საქართველოს ვარსკვლავის, რეზო ჩხიკვიშვილის შვილები

როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ 80-იანი წლების საქართველოს ვარსკვლავის, რეზო ჩხიკვიშვილის შვილები

აღიარებული ქართველი მსახიობი - რეზო ჩხიკვიშვილი უკვე 24 წელია გერმანიაში ცხოვრობს. მის შვილებს - ალექსანდრე და ლევან ჩხიკვიშვილებს საქართველოს დატოვება პატარა ასაკში მოუხდათ. დღეს ორივე მათგანს გერმანიაში წარმატებული კარიერა აქვთ, თუმცა მათი სიყვარული სამშობლოს მიმართ წამითაც არ განელებულა. ალექსანდრე და ლევანი ცნობილ მშობლებზე და თავიანთ ცხოვრებაზე გულახდილად გვესაუბრენ.

- რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ყველა ქართველის საამაყო და საყვარელი მსახიობების შვილი?

ალექსანდრე ჩხიკვიშვილი:

- ამაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის. ბევრი ადამიანისთვის მამაჩემი წარმოადგენს ვარსკვლავს, გმირს, განსაკუთრებულ ადამიანს. მან ბევრს მიაღწია ცხოვრებაში. ხალხს იგი უყვარს და პატივს სცემს. ჩემთვის კი იგი არ არის მსახიობი ან ვარსკვლავი, არამედ პირველ რიგში მამა, რომელიც სცენაზე დგას და ოცნებას ისრულებს. იგი სცენისთვისაა დაბადებული და სცენაზე ხარობს. ისეთი პროფესია იპოვა, რაც მისთვის სამსახურს კი არ ნიშნავს არამედ მისწრაფებას და მაცოცხლებელ წყაროს. სწორედ იმიტომ ვამაყობ მამით, ცხოვრებაში რომ თავისი ბედნიერება იპოვა და თავის საქმეში თავის თავს პოულობს. ჩემთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, მეყოლება თუ არა ცნობილი მამა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მან მოახდინოს თავის თავის რეალიზაცია, გადახედოს თავის ცხოვრებას, თავის წარსულს და არ ინანოს, არ თქვას, ნეტა სხვანაირად მეცხოვრაო. სწორედ ამ ბედნიერებას ვეძებ მეც და ვფიქრობ, რომ ყველა ასე უნდა ცხოვრობდეს, მოახდინოს საკუთარი თავი რეალიზება, იპოვოს ის რაღაც, რაც მის ცხოვრებას შეავსებს, მრავალფეროვანს და სასიამოვნოს გახდის.

- საქართველოდან პატარა ასაკში წახვედით. როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენი სამშობლოს მიმართ, ხშირად ახერხებთ ჩამოსვლას?

- ჩემს ქვეყანასთან არც გამიწყვეტია კავშირი. ჩემი მშობლებისა და ძმის გარდა ოჯახის ყველა ახლობელი საქართველოში ცხოვრობს. ბევრს უკვე ბავშვი შეეძინა ან მალე შეეძინება. ასე იზრდება ჩვენი ოჯახი, ნათესაობა და მე მინდა, რომ დავრჩე ამ დიდი ოჯახის განუყრელი წევრი და მათ ვხედავდე. მათთან კავშირი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ასე იქნება. გარდა ამისა, საქართველოში ბევრი ბავშვობის მეგობარი მყავს, რომლებთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს წლების განმავლობაში ვერ ვხედავთ, შეხვედრისას ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს არასდროს დავშორებულვართ. ხშირად ვსტუმრობ საქართველოს. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო, რომ სკოლისა და სტუდენტობის დროს უფრო ხშირად ვახერხებდი ჩამოსვლას და მთელ არდადეგებს საქართველოში ვატარებდი. ეხლა კი, მუდმივი სამსახურის რეჟიმში, სამწუხაროდ ბევრი თავისუფალი დრო აღარ მრჩება, მაგრამ ვცდილობ შეძლებისდაგვარად ხშირად ვესტუმრო ჩემს სამშობლოს, ჩემს ოჯახს და მეგობრებს. გასული წლის ზამთარშიც ვიყავი ჩემ ძმასთან ერთად. ამ დროს სათხილამუროდ წასვლაც მოვახერხეთ გუდაურში, რამაც ძალიან დიდი სიამოვნება მოგვანიჭა. ეხლა კი იმას ვცდილობ, ჩემი გერმანელი მეგობრები დავითანხმო, რომ შვეიცარიის ან ავსტრიის ნაცვლად საქართველოში წამოვიდნენ სათხილამუროდ. ისინი ხომ ამით საქართველოს ეკონომიკასაც დაეხმარებიან. მოკლედ რომ ვთქვა, თავი საქართველოს გარეშე ვერ წარმომიდგენია! განაგრძეთ კითხვა

"მზარეულობა ყოველდღიურ სწავლას ნიშნავს“ - "მასტერშეფის" მონაწილე, სერგო ოვჩარენკო კონკურსსა და კულინარიაზე

"გარეგნობაზე ნაკლებად ვზრუნავ... როგორც ვგრძნობ, ისე ვიცვამ და ისე გამოვიყურები" - "დიდი სცენის"  კონკურსანტი, რომლის ვიდეომ ნახვების რეკორდი მოხსნა

89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა