ავტორი:

"გარეგნობაზე ნაკლებად ვზრუნავ... როგორც ვგრძნობ, ისე ვიცვამ და ისე გამოვიყურები" - "დიდი სცენის"  კონკურსანტი, რომლის ვიდეომ ნახვების რეკორდი მოხსნა

"გარეგნობაზე ნაკლებად ვზრუნავ... როგორც ვგრძნობ, ისე ვიცვამ და ისე გამოვიყურები" - "დიდი სცენის"  კონკურსანტი, რომლის ვიდეომ ნახვების რეკორდი მოხსნა

მარიამ მემე ჟორდანიას მაყურებელი სხვა პროექტებიდანაც იცნობს, თუმცა სულ ისე ხდებოდა, რომ ლაივამდე ტოვებდა კონკურსს... ამის მიუხედავად ჟიურის მხრიდან სითბო და კარგი შეფასება არასდროს დაკლებია. ახლა მეგაპროექტ "დიდი სცენის" კონკურსანტია და დიდ იმედებს ამყარებს, უნდა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოს და თავი აუდიტორიას სხვადასხვა კუთხით წარუდგინოს. მით უფრო, რომ კონკურსი ამის საშუალებას ნამდვილად მისცემს.

"დიდი სცენამდე" წელს უკრაინულ "ვოისშიც' მონაწილეობდა. ამბობს, რომ იქაც საინტერესო გაზა გაიარა, სრულიად მარტოს მოუწია უცხო ქვეყანაში ყოფნა და კონკურსანტობა, თუმცა ბოლოს არ გაუმართალა - შოუ დატოვა.

"უკრაინული ვოისი" ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება იყო, უცხო ქვეყანაში, სრულიად მარტო ვიყავი, რამაც დიდი ძალა მომცა. ამიტომ, ჩემდა უნებურად მიწევდა, რომ ძლიერი ვყოფილიყავი და გამეძლო უცხო გარემოსთვის, იმისთვის, რომ იქ არავის ვიცნობდი... მგონია, რომ პირველი გამოცდილებისთვის საკმაოდ კარგი იყო. სამწუხაროდ, "ბათლის ტურიდან" გამოვვარდით მე და ერთი ქართველი გოგო და მაგით დასრულდა ჩემი "უკრაინული ვოისი", მაგრამ ვიმეორებ, ეს კონკურსი მაინც დიდი გამოცდილება იყო, ამასთან, ისეთი ადამიანები გავიცანი, რომ ალბათ ეს ყველაფერი ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება. კმაყოფილი ვარ საკუთარი თავითაც".

- "დიდ სცენაში" რატომ მოხვედი?

- ალბათ იმიტომ, რომ, რა კონკურსშიც არ ვყოფილვარ, არასდროს მქონდა შანსი, ლაივამდე გავსულიყავი. ამჯერად ეს საშუალება მომეცა და მინდა, მაყურებელს და საკუთარ თავსაც დავუმტკიცო, რომ მაქვს მონაცემები და შესაძლებლობა იმის, რომ ლაივკონცერტში ვიყო და ვიმღერო. მინდა, ჩემი უნარების მაქსიმუმი დავდო. ამასთან, მგონია, რომ შოუზე ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომ აუცილებლად ობიექტურები იქნებიან და მომცემენ იმის შანსს, თვითრეალიზება მოვახდინო და მაყურებელს ჩემი ყველა მხარე დავანახო.

- რა მოგწონს ამ კონკურსის და რით არის გამორჩეული სხვა დანარჩენისგან, რომლებიც ჩვენთან იმართება?

- სხვა პროექტებისგან გამორჩეულია მუსიკალურობით, იმდენად მაგარი ჟიურის წევრები გვყავს, ისეთი კარგი ადამიანები მუშაობენ, ეს ნამდვილად გამოარჩევს სხვა პროექტებისგან... არ ვიცი ეს რის გამოა, შეიძლება დროის მანძილზე დაიხვეწა, ან იმიტომ, რომ პროფესიონალები პროექტს ასე კარგად აკეთებენ. ბევრად მაგარი ხარისხია და უფრო საინტერესო რეპერტუარი, ვიდრე სხვაგან... ასევე საინტერესო მონაწილები შეირჩა - არაჩვეულებრივი ათეული. ჩემი აზრით, არასდროს ყოფილა არც ერთ პროექტში ასეთი ათეული.

- ჟიურისგან პირველ ეტაპზე კარგი შეფასებები დაიმსახურე და მოხვდი კიდეც ათეულში...

- კი, მათი სიმპათია დავიმსახურე. მეც ძალიან შემიყვარდა ჟიურის სამივე წევრი. მგონია, რომ არიან გენიალური მუსიკოსები, არაჩვეულებრივი გემოვნებით და არაჩვეულებრივი მუსიკის შეგრძნებით. ასევე, ძალიან თბილებლები და ობიექტურები.

- რა გეგმებით მოხვედი "დიდი სცენაში"?

- ძალიან მინდა, რომ პროექტში დიდხანს ვიყო. პირველად მეძლევა შანსი, ლაივკონცერტზე ვიმღერო, რადგან ათეულში აღმოვჩნდი. დარწმუნებული ვარ, რომ იმედებს არ გავაცრუებ. ძალიან მინდა, მოვიგო, ვიყო ფინალში, მაგრამ ამისთვის საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, ახლა ამის იმედად ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი სიმღერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყველას ვპირდები, რომ სცენაზე მაქსიმუმს "დავდებ". თან, ძალიან მალე ჩემს პირველ საავტორო სიმღერას გამოვუშვებ და მინდა, რომ ფართო აუდტორიას ამითაც მივაწვდინო ხმა.

- "დიდი სცენის" ვიდეოში ამბობ, რომ ხარ განსხვავებული და საზოგადოებას რატომღაც ამის აღქმა უჭირს, ანუ შენი ისეთად მიღება, როგორიც ხარ. რას გულისხმობ ამაში?

- ვგულისხმობ იგივე გარეგნობას, შეხედულებას მსოფლმხედველობას, ბევრი ფაქტორია, რომლის გამოც საზოგადოებამ შეიძლება, ბოლომდე ვერ გაგიგოს, არის ჩაკეტილობა... უამრავი ფაქტორი, რომელიც ამას განაპირობებს.

- მართლაც განსხვავეული და უცხო გარეგნობის გოგო ხარ... შენი იმიჯი გაქვს - ამაზე მუდმივად ზრუნავ?

- ეს ის არის, რაზე ნაკლებად ვზრუნავ, რაღაც თავისით მოდის, ტანსაცმელს არ ვიცვამ იმიტომ და მაკიაჟს არ ვიკეთებ იმისთვის, რომ უფრო ლამაზი ვიყო, უბრალოდ, როგორც ვგრძნობ, ისე ვიცვამ და ისე გამოვიყურები. ალბათ ეგ არის იმის განმაპირობებელი, რომ რაღაც მომიხდეს. როდესაც გაცვია და გამოიყურები ისე, როგორც გინდა, ეს ყოველთვის გიხდება იმიტომ, რომ შენს ენერგეტიკაში ჯდება.

- კონკურსისგან საბოლოოდ რას ელი?

- დიდი მოლოდნი მაქვს - მგონია, რომ გავიმარჯვებ! თუ ასე მოხდა, ალბათ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები. ამისთვის კი ძალიან დიდი გზა გამოვიარე, რომ იქ ვიყო, სადაც ვარ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდ იმედებს ვამყარებ, რომ ხალხი მხარს დამიჭერს.

62 წლის მადონასა და მისი 26 წლის ბოიფრენდის სიყვარულის ამბავი - "ბიჭის მშობლები ვახშამზე მიიწვია და უთხრა, რომ მათი შვილი უპირობოდ უყვარდა"

"როცა სიმღერა მაქვს შესასრულებელი, შიში მიპყრობს..." - რა სიახლეა მომღერლის ცხოვრებაში, რომლის გაცოცხლებულმა ჰიტმა 2 მილიონამდე ნახვა დააგროვა

სულ სხვანაირი კიანუ რივზი - მსახიობის შეცვლილი ვარცხნილობა და ვნებიანი კოცნა მეგობარ ქალს