9 რამ, რაც ახლავე უნდა წაშალოთ "ფეისბუქიდან"

9 რამ, რაც ახლავე უნდა წაშალოთ "ფეისბუქიდან"

"კემბრიჯ ანალიტიკასა" და "ფეისბუქის" გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ ბევრ ადამიანს გაუჩნდა კითხვა სოციალური ქსელების როლზე მათ ცხოვრებაში. ინტერნეტმომხმარებლები მიხვდნენ, რომ მათი პირადი ინფორმაცია არც ისე დაცულია, როგორც აქამდე ფიქრობენ.

იმისთვის, რომ თქვენს შესახებ „ფეისბუქმა“ და სხვა ადამიანებმა ნაკლები იცოდნენ, Indy100 გთავაზობთ, ახლავე წაშალოთ სოციალური ქსელიდან რამდენიმე ინფორმაცია:

დაბადების დღე

თქვენი დაბადების დღე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია თავსატეხის, რომელიც, ასევე, შეიცავს თქვენს სახელს და მისამართს. ინფორმაციის მოპოვების შემდეგ თაღლითები უფრო მარტივად შეძლებენ თქვენს ბანკის ანგარიშსა და პირად ინფორმაციაზე წვდომას.

ტელეფონის ნომერი

ამ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ სასიამოვნო თაყვანისმცემლის ნაცვლად თქვენი ნომრის საჯაროობით ვინმე სხვამ ისარგებლოს და მუდმივად, მომაბეზრებლად გირეკოთ.

თქვენი "ფეისბუქმეგობრების" უმეტესობა

ფსიქოლოგიის ოქსფორდელი პროფესორის რობინ დანბარის თეორიით, ადამიანებს შეუძლიათ, დაახლოებით, 150 ადამიანთან ჰქონდეთ სტაბილური ურთიერთობა. ამიტომ, უმჯობესია, წაშალოთ ყველა ადამიანი, ვინ მეგობრების სიაშია და ურთიერთობა "ფეისბუქმეგობრებთან" ბევრად ჯანმრთელი იქნება.

თქვენი შვილის/ოჯახის მცირეწლოვანი წევრის ფოტოები

ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის დირექტორმა, ვიქტორია ნეშმა საკითხთან დაკავშირებით საინტერესო კითხვა დასვა: როდესაც ბავშვები გაიზრდებიან, კმაყოფილი იქნებიან თუ არა სოციალურ ქსელებში მათ შესახებ გაზიარებული ინფორმაციით?

რომელ სკოლაში/ბაღში დადის თქვენი შვილი

გასულ წლებში დიდ ბრიტანეთში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა. ინფორმაცია, სად სწავლობს მცირეწლოვანი, რომელ საათზე იწყება და სრულდება სწავლის პროცესი, მოძალადეებს საქმეს გაუმარტივებს.

ლოკაციის მაჩვენებელი სერვისები

TechCrunch-ის ინფორმაციით, 2015 წელს ამ სერვისით „ფეისბუქზე“ 500 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ლოკაციის მითითებით ინფორმაციას აძლევთ იმ ადამიანებსაც, ვისაც თქვენთვის ზიანის მოყენება სურს.

როდის და სად მიდიხართ დასასვენებლად

საკუთარ სახლს გაქურდვის რისკის ქვეშ აყენებთ.

ინფორმაცია ოჯახური მდგომარეობის შესახებ

უნდა დაფიქრდეთ, ღირს თუ არა გაუზიაროთ სხვებს ახალი ურთიერთობების შესახებ, რომელიც, შესაძლოა, მალე დასრულდეს;

საკრედიტო ბარათი მონაცემები

ამ ინფორმაციის გამჟღავნება ყველაზე ცუდი იდეაა, რაც შეიძლება სოციალურ ქსელში გააზიაროთ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ