OFPRA - 2017 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გაორმაგდა

OFPRA - 2017 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გაორმაგდა

საფრანგეთის ლტოლვილებისა და აპატრიდების დაცვის ბიუროს (OFPRA) ინფორმაციით, 2017 წელს საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1542-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც წინა წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. შარშან ეს ციფრი 940 იყო.

თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები ყოველწლიურ დასკვნაშია მოცემული.

უწყების ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებლები ძირითადი მოტივად ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების პოლიტიკურ დევნას ასახელებენ, რომელიც აქტივისტების განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

„თავშესაფრის თხოვნის დანარჩენ მოტივებს შორის ეთნიკური კონფლიქტები, საოკუპაციო ძალების ქმედებები, სექსუალური ნიშნით შევიწროება, ოჯახში ძალადობა და ადამიანის ღირსების შემლახველ პირობებში სასჯელის განმეორებით მოხდის შიში წარმოადგენს. ასევე გაიზარდა ისეთი ბიზნესმენებისგან შემოსული განაცხადები, რომლებიც პოლიტიკური ძალების მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებს უჩივიან“, - აღნიშნულია დასკვნაში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე