რას პასუხობს რუსეთის საგარეო უწყება რაკეტებზე ტრამპის განცხადებას

რას პასუხობს რუსეთის საგარეო უწყება რაკეტებზე ტრამპის განცხადებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ს რაკეტები მიმართული უნდა იყოს სირიაში ტერორისტებზე და არა იმ ქვეყნის მთავრობაზე, რომელიც ტერორიზმს ებრძვის.

„ჭკვიანი“ რაკეტები ტერორისტების მიმართულებით უნდა მიფრინავდნენ და არა კანონიერი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე წელია საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის საკუთარ ტერიტორიაზე“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

იხილეთ ვიდეო: "მოემზადე, რუსეთო, სირიაში მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი“ რაკეტები წამოვა" - ტრამპის მუქარა და რუსეთის პასუხი აშშ-ს პრეზიდენტს

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?