ავტორი:

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რუსმა წვევამდელმა, რომელმაც სამხედრო ბაზაზე ცეცხლი გახსნა, განაცხადა, რომ მას სამხედროები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. საქმე ეხება 25 ოქტომბერს რუსულ სამხედრო ბაზაზე მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ახალგაზრდა წვევამდელის ცეცხლის გახსნის შედეგად, 8 ჯარისკაცი დაიღუპა. მაშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რამილ შამსტუდინოვს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

„იმ დღეს ოფიცრებმა პირობა დადეს, რომ გამომიყვანდნენ და გამაუპატიურებდნენ. მე ვიცოდი, რომ ყველა ახალწვეულს ჩემამდე ასე ექცეოდნენ. იმ საღამოს ჩემი ჯერი იყო. წასასვლელი არსად მქონდა, რა უნდა მექნა?“ - აცხადებს შამსუტდინოვი.

მოგვიანებით, რუსულ მედიაში შამსუტდინოვის მამისადმი მიმართაც გავრცელდა. „მაპატე მამა, სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი. ან ისინი მომკლავდნენ, ან მე უნდა მომეკლა“, - ამბობს წვევამდელი და დასძენს, რომ არ ნანობს „განზრახ ჩადენილ დანაშაულს“.

ინფორმაციას The Moscow Times-ი ავრცელებს.

"სიკვდილის წინ, გულისჯიბიდან მეუღლის და შვილის ფოტოები ამოუღია..." - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების ახალი ისტორიები

ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა - ირანული მედია

"ერთ ქართველს, სასწაულებრივად შენახული წერილი და ფოტო უპოვეს..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში განისვენებენ