ჰარიმ ქორწილში ობამები, ტრამპები და ტერეზა მეი არ დაპატიჟა

ჰარიმ ქორწილში ობამები, ტრამპები და ტერეზა მეი არ დაპატიჟა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქორწილებში პოლიტიკოსები და მონარქები, როგორც წესი, თავს ერთად იყრიან ხოლმე, თუმცა ჰარისა და მეგანის ქორწილი განსხვავებული იქნება.

"სიენენის" ინფორმაციით, კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ წყვილი ქორწილში პოლიტიკურ ლიდერებს არ დაპატიჟებს. შესაბამისად, მათ ჯვრისწერას არ დაესწრებიან არც დონალდ ტრამპი და არც, სავარაუდოდ, მისი წინამორბედი - ბარაკ ობამა. ქორწილის სტუმრების სიაში არც ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეია.

თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დონალდ და მელანია ტრამპებს ქორწილის მოსაწვევი ბარათები არ მიუღიათ.

CNN-ის წყარო, რომელიც სამეფო ოჯახთან არის დაახლოებული, ამბობს, რომ ჰარისა და მეგანს ობამების ნახვა სურთ, თუმცა მას არ შეუძლია დაზუსტებით თქმა, იქნებიან თუ არა ბარაკი და მიშელი ქორწილში.

უილიამისა და ქეითის ქორწილისგან განსხვავებით, ჰარისა და მეგანის ჯვრისწერა არ არის ოფიციალური სახელმწიფო მოვლენა, ამიტომ წყვილს შეუძლია, საკუთარი სურვილის მიხედვით დაპატიჟოს სტუმრები.

CNN წერს, რომ სტუმრების სიაში რამდენიმე პოლიტიკოსი, შესაძლოა, მაინც იყოს - არა მათი თანამდებობიდან გამომდინარე. ჰარის და მეგანს ბევრი პოლიტიკოსი მეგობარი ჰყავთ.

ცერემონია ბევრად მოკრძალებული იქნება, ვიდრე უილიამისა და ქეითის ქორწილი - 2011 წელს სამეფო ჯვრისწერას 1900-მდე ადამიანი ესწრებოდა, ჰარისა და მეგანის ქორწილში კი 800 ადამიანია მიწვეული.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე