ქართველი "ოდრი ჰეპბერნისა" და გასული საუკუნის თბილისელი ლამაზმანის ტრაგედიებით სავსე ცხოვრება - "რამდენიმე წელია სამებაში ვცხოვრობ"

ქართველი "ოდრი ჰეპბერნისა" და გასული საუკუნის თბილისელი ლამაზმანის ტრაგედიებით სავსე ცხოვრება - "რამდენიმე წელია სამებაში ვცხოვრობ"

ალბათ ბევრ თქვეგანს უფიქრია როგორ იქნება მისი ცხოვრება სიბერეში, ზოგს მოსალოდნელი მარტოობა აშინებს, ზოგს კი წლები. ვის რა გველოდება არავინ იცის, რადგან ეს ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ამის ნათელი მაგალითია 88 წლის, თვითნასწავლი მხატვარი ნელი ბერაია. გასული საუკუნის თბილისის ულამაზესი მანდილოსანი გახლდათ. მას ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებდნენ. იყო თბილისელი ქალების გულთამპყრობელის, მსახიობ ირაკლი უჩანეიშვილის მეუღლე, ჰყავდა ორი შვილიც, მაგრამ ცხოვრებამ ბოლოს მაინც მარტოობისთვის გაიმეტა და ახლა სამებაში ცხოვრობს.

- 88 წლის ვარ უკვე და რამდენიმე წელია სამებაში ვცხოვრობ. ძალიან კარგი პირობები მაქვს ცხოვრებისთვის შექმნილი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოვედი აქ. ორი ოთახი დამითმეს. ამ ოთახში ადრე ჯერ რეზო ჩხეიძე, შემდეგ კი გურამ დოჩანაშვილი ცხოვრობდნენ, ახლა მე ვცხოვრობ და ჩემი პატარა ძაღლი. ის ჩემი ოჯახის ერთადერთი წევრია.

- როგორ მოხვდით სამებაში?

- 20 წლის წინ, სრულიად შემთხვევით დავიწყე ხატვა, რატომ და საიდან ვერ გეტყვით. უცებ მომინდა და დავხატე. მერე ნახატს რაღაც აკლდა, ბავშვობაში შეგროვებული ბისერები გადმოვყარე ქილებიდან და ბისერებით გავაცოცხლე ნახატი. პირველად თამარ მეფე შევქმენი, მერე უკვე სხვა ნახატები და ხატები. ჩემი ნამუშევრები არაერთ კოლექციაშია დაცული, ოცნება მაქვს საზღვარგარეთ გავიტანო, ვიცი ჩემი სიკვდილის მერე აუცილებლად ახდება ჩემი ოცნება, მაგრამ მე ახლა მინდა... რაც შეეხება აქ მოხვედრას, ჩემს ერთ-ერთ გამოფენაზე მობრძანდა პატრიარქი, გაიგო, რომ მოტყუების მსხვერპლი გავხდი, უბინაოდ დავრჩი და შემომთავაზა აქ გადმოსვლა. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. ყველანაირი პირობები მაქვს, უბრალოდ მარტოობაში ყოფნა მიჭირს. მე სტუმრიანობას ვარ მიჩვეული. აქ კი სიმშვიდეა, სიწყნარე, სხვანაირად წარმოუდგენელიც არის. ჩემი მეგობრებიც თითქმის აღარ არიან... განაგრძეთ კითხვა

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი