რა თანხა იხარჯება აფხაზი და ოსი პაციენტების მკურნალობაზე

რა თანხა იხარჯება აფხაზი და ოსი პაციენტების მკურნალობაზე

2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ 16,935,074.81 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (idfi) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

ამასთან, მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამედიცინო მომსახურება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა 6,188-მა პაციენტმა მიიღო. კერძოდ, 2017 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდის მონაცემებით, სამედიცინო მომსახურება მიიღო 978 აფხაზმა და 469 ოსმა პაციენტმა; 2014 წელს - 426-აფხაზმა და 515-ოსმა; 2015 წელს - 875 აფხაზმა და 702 - ოსმა პაციენტმა; 2016 წელს კი -1 316 აფხაზმა და 964 ოსმა პაციენტმა.

ამასთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ idfi-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი -3,595, ვიდრე ოსი - 2,650. შესაბამისად, აფხაზი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში აფხაზ პაციენტებზე – 9,759,689 ლარი, ხოლო ოს პაციენტებზე – 8,098,078 ლარი გამოიყო. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო