ჩაერთვება თუ არა გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში - მერკელის განცხადება

ჩაერთვება თუ არა გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში - მერკელის განცხადება

გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დანიის პრემიერ-მინისტრ ლარს ლიოკე რასმუსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გერმანია სამხედრო მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მომენტისთვის აშშ-ს არ მიუღია გადაწყვეტილება დარტყმების შესახებ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, დასავლეთი ერთობლივი ძალებით უნდა მოქმედებდეს აღმოსავლეთ ღუთაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევაზე რეაგირების საკითხში.

7 აპრილს ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა. აშშ-მ პასუხისმგებლობა აღნიშნულზე ასადის რეჟიმს დააკისრა. ოფიციალური დამასკო უარყოფს ამგვარ ბრალდებებს. 9 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში სერიოზულ პასუხს გასცემს. თავის მხრივ, ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა კი განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული.

აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე