იტალია უარს აცხადებს დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ თავისი მოკავშირეების ლოგისტიკური მხარდაჭერის პირობას დებს. ამის შესახებ „როიტერს“ იტალიის მთავრობაში განუცხადეს.
ხუთშაბათს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ მრავალრიცხოვანი საერთაშორისო სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა, მათ შორის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.
„იტალია სირიაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს. არსებული საერთაშორისო და ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, იტალია განაგრძობს მოკავშირე ძალების ლოგისტიკურ მხარდაჭერას“, - განაცხადა ჯენტილონიმ.
ცნობილია, რომ მანამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებს.