პროკურორი - გიორგი ონიანი წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდს აღიარებს

პროკურორი - გიორგი ონიანი წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდს აღიარებს

გიორგი ონიანი სრულად აღიარებს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდს, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ოდენობა არ შეიცვლება, თუმცა შეიცვლება მისი მოხდის წესი და ნაცვლად მისჯილი 4 წლისა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისა, საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებული 2 წელს მოიხდის, ხოლო 2 წელი და 6 თვე განესაზღვრება პირობით მსჯავრად.

"ბრალდებულმა უდავო გახადა ყველა მტკიცებულება, რაც ბრალად ჰქონდა წარდგენილი და დაეთანხმა იმ მოცემულობას, რაც განაჩენშია. კონკრეტულად მან დაადასტურა, რომ მან 2011 წლის ოქტომბრის თვეში მოახდინა პოლიტიკური ნიშნით დავით შათირიშვილისა და ლევან მდინარაძის ძებნა, გამოიყენა მისი სამსახურებრივი უფლება, როგორც გლდანი–ნაძალადევის უფროსის მოადგილემ, უკანონოდ დააკავა და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოახდინა", – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს მსჯავრდებულის დაკითხვა არ მომხდარა და ეს სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე იგეგმება. მომდევნო სხდომა სამშაბათს, 17 აპრილს 13:30 საათზე ჩაინიშნა.

ყოფილ სამართალდამცველსა და ადვოკატს, გიორგი ონიანს ბრალი უკანონო დაკავებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში ედება. საქალაქო საასმართლომ მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს