"სავარაუდოდ მამინაცვალმა ჩაიდინა" - რას ჰყვებიან მეზობლები ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

"სავარაუდოდ მამინაცვალმა ჩაიდინა" - რას ჰყვებიან მეზობლები ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

მეზობლების ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობა სავარაუდოდ მისმა მამინაცვალმა ჩაიდინა. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მამაკაცი გარდაცვლილის დედას გარკვეული პერიოდის განმავლობაში შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

"მას შერიგება უნდოდა ყოფილ ცოლთან, რომელიც გარდაცვლილის დედაა. მას ემუქრებოდა, რომ თუ არ შემირიგდები შვილს მოგიკლავო" - ამბობს მეზობელი.

ნახეთ ვიდეო

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც ცნობილია, 25 წლის გოგონას ყელი შვილების თვალწინ გამოჭრეს. არსებული ინფორმაციით, ის სტუმრად იმყოფებოდა დასთან, რომელიც ბარნოვის #77-ში ქირით ცხოვრობს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა უკვე ცნობილია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს