"პასუხი ამ მხეცობაზე გულისხმობს ყველა ძალისმიერი ინსტრუმენტის ამოქმედებას" - ტრამპის განცხადება

"პასუხი ამ მხეცობაზე გულისხმობს ყველა ძალისმიერი ინსტრუმენტის ამოქმედებას" - ტრამპის განცხადება

ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი პასუხი ამ მხეცობაზე გულისხმობს ყველა ძალისმიერი ინსტრუმენტის ამოქმედებას: სამხედროს, ეკონომიკურსა და დიპლომატიურს, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს ბრძანება მივეცი დაეწყოთ ზუსტი დარტყმების განხორციელება სამიზნეებზე, რომლებიც სირიის დიქტატორის, ბაშარ ასადის ქიმიურ იარაღთან არის დაკავშირებული. ახლა მიმდინარეობს ერთობლივი ოპერაცია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ორივე ქვეყანას მადლობას ვუხდით“, - განაცხადა სატელევიზიო გამოსვლისას ტრამპმა.

„გზავნილი მაქვს იმ ორი მთავრობისთვის, რომელიც ასადის რეჟიმს მხარს უჭრს. კითხვა მაქვს ირანთან და რუსეთთან: ეს რა ქვეყანაა, რომელსაც სურს უდანაშაულო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების მასობრივ მკვლელობასთან კავშირი ჰქონდეს?“ - დაამატა ტრამპმა.

თეთრი სახლის განცხადებით, სირიის ხელისუფლებამ ქალაქ დუმაში ქლორი და ზარინი გამოიყენა.

„აშშ დარწმუნებულია, რომ 2018 წლის 7 აპრილს სირიულმა რეჟიმმა ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რასაც ათობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი ემსხვერპლა და ასეულობით ადამიანი დაშავდა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაციის დიდი მოცულობა იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქ დუმას დაბომბვისას რეჟიმმა ქლორი გამოიყენა, ხოლო ინფორმაციის დამატებითი წყაროები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ზარინის გამოყენებაზეც მიუთითებს“, - განაცხადეს თეთრ სახლში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე