რუსი დეპუტატი - დამასკოში ასადისა და მისი მთავრობის მხარდამჭერი გამოსვლები მიმდინარეობს

რუსი დეპუტატი - დამასკოში ასადისა და მისი მთავრობის მხარდამჭერი გამოსვლები მიმდინარეობს

სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის ბაშარ ასადისა და მისი მთავრობის მხარდამჭერი გამოსვლები მიმდინარეობს, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ დამასკოში მყოფმა რუსმა დეპუტატმა დიმიტრი ბელიკმა განუცხადა.

„ჩვენ დამასკოს ცენტრში ვიმყოფებით. ხალხი დროშებით მოედანზეა გამოსული. ქუჩებში ავტომობილები დროშებით და ეროვნული სიმღერების თანხლებით გადაადგილდებიან. ამით ისინი აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან განხორციელებული აგრესიისადმი საკუთარ ზიზღს და აღშფოთებას გამოხატავენ“, - განაცხადა ბელიკმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე