კუბამ და ბელორუსმა სირიაზე მიტანილი ავიადარტყმა დაგმეს - რას აპირებს საბერძნეთი?

კუბამ და ბელორუსმა სირიაზე მიტანილი ავიადარტყმა დაგმეს - რას აპირებს საბერძნეთი?

კუბამ და ბელორუსმა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიაზე მიტანილი ავიადარტყმა დაგმეს. „სირიაზე მიტანილი იერიში წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს წაბილწვას და ამწვავებს კონფლიქტს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთელ რეგიონში“, - ნათქვამია კუბას მთავრობის განცხადებაში.

რაც შეეხება ბელორუსს, ოფიციალურმა მინსკმა სირიაზე მიტანილი იერიში დაგმო და ქვეყნებს მშვიდობიანი დარეგულირების გზების ძიებისკენ მოუწოდა.

„სირიაში შექმნილი სიტუაცია, ფაქტობრივად, სახელმწიფოთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რომელსაც შესაძლოა არაკონტროლირებადი ესკალაცია მოჰყვეს“, - განაცხადეს ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საბერძნეთის შეიარაღებული ძალები კი სირიაში შესაძლო სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუილ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ Kathimerini წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ორი ქვეყნის ლიდერებმა სირიაში ბოლო მოვლენები განიხილეს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაგმო და ხაზი გაუსვა ევროკაშირის ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას სიტუაციის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში.

გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა უკვე განაცხადეს, რომ არ აპირებენ სირიაში შესაძლო სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე