ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი ხვალ განცხადებას გააკეთებს

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი ხვალ განცხადებას გააკეთებს

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვალ განცხადება გაკეთდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, განცხადებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკეთებს.

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. აღნიშნულის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც შინაგან მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 2015 წელს დამნაშავედ იყო ცნობილი.

ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა, გუშინ თელეთში დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს