ავტორი:

ბომონდური სამეგობრო წრეები - ცნობილი ქართველები, რომელთა მეგობრობამაც წლებს გაუძლო

ბომონდური სამეგობრო წრეები - ცნობილი ქართველები, რომელთა მეგობრობამაც წლებს გაუძლო

ამბობენ, რომ ჩემი მეგობარი ჩემი სიმდიდრეა, თუმცა ყველა მეგობარი ჩვენი სიმდიდრე ნამდვილად არ არის და ამას დროსთან ერთად ვხვდებით. ჩვენს ცხოვრებაში მეგობრები მიდიან და მოდიან, ისინი არიან ადამიანები, ვის გარეშეც ყოფნა ვერ წარმოგვიდგენია, თუმცა დროს ბევრი ვერ უძლებს... AMBEBI.GE ცნობილი სამეგობროებით დაინტერესდა. რომლებიც წლებია მეგობრობენ და ისინი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენლები არიან.

ნანუკა ჟორჟოლიანს არაერთი ცნობილი მეგობარი ჰყავს. თუმცა წლების მეგობრობა ნინო შუბლაძესთან და დიკო ჯოჯუასთან აკავშირებს. ნანუკა ბოლო დროს ნინო შუბლაძესთან ერთად ყოფნას თითქმის ვეღარ ახერხებს, სამაგიეროდ ის და დიანა ჯოჯუა ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენლები არიან. ნანუკა და დიკო ყველგან ერთად მოგზაურობენ. სულ ცოტა ხნის წინ, ისინი იტალიიდან დაბრუნდნენ, სადაც მათე კირვალიძე, ლევან ყუბანეიშვილი და ნანუკას ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძეც იმყოფებოდნენ.

ბახვა ბრეგვაძეს უამრავი ცნობილი მეგობარი ჰყავს. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ბახვა სელებრითებს შოუ-ბიზნესში მოხვედრის შემდეგ დაუმეგობრდა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ის თბილისში ცნობილი ოჯახის შვილია და, ფაქტობრივად, ცნობილი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა. ბახვას უამრავი ცნობილი მეგობარი ჰყავს, თუმცა განსაკუთრებული მეგობრობა აქვს ნინი ბადურაშვილთან, ქრისტინესთან, ლიკა ევგენიძესთან, ბახუტასთან და ვიკა კალანდიასთან. ისინი ბახვას ბავშვობის მეგობრები არიან.

ბავშვობის მეგობრები არიან უმშვენიერესი მანდილოსნები თიკა ფაცაცია, თაკო ჩხეიძე, ანა კოშაძე და ლიკა კვარაცხელია. ისინი პოდიუმმა დააკავშირა. გოგონებმა მეგობრობა დაოჯახების შემდეგაც განაგრძეს. ახლა უკვე მათი ქმრებიც მეგობრობენ. ანა კოშაძე მათზე გაცილებით პატარაა, ის ლიკა კვარაცხელიას ძმის ცოლი და მეგობარიც არის. უმშვენიერესი მანდილოსნები დასასვენებლად და გასართობად ერთად დადიან.

ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და მომღერალ სოფო ნიჟარაძის მეგობრობა წლებს ითვლის. ისინი „რუსთავი 2“-ში დამეგობრდნენ. რამდენიმე წლის წინ, ჭორებიც გაჩნდა, თითქოს სოფოს და გიორგის რომანი ჰქონდათ, მაგრამ ეს ამბავი არ გამართლდა. უნდა აღინიშნოს, რომ სოფო ნიჟარაძე მეგობრული გოგონაა, ის არაერთ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს, მათ შორის ნინი ბადურაშვილთან.

ცნობილ მეგობრებზე საუბარი ნინის, ქრისტინეს, ქეთას და თაკოს გარეშე წარმოუდგენელია. ისინი ბავშვობის მეგობრები არიან. თავდაპირველად თაკო და ნინი მეგობრობდნენ, შემდეგ ქეთას და ქრისტინეს დაუმეგობრდნენ. გოგონებს საერთო მუსიკალური პროექტიც ჰქონდათ, რომლის პროდუსერიც სტეფანე იყო, ქეთა თოფურიას მოსკოვში წასვლის შემდეგ 4 გოგო სამ გოგოდ გადაიქცა და ევროვიზიაზეც მოხვდნენ, სადაც პროტესტის გამო არ წავიდნენ. თუმცა, მათ შესახებ ევროპის წამყვანი არხებიც საუბრობდნენ. ნინიმ და თაკომ თავიანთი ძალები გერმანულ შოუ-ბიზნესშიც კი მოსინჯეს. გოგონების მეგობრობა უკვე ათეულობით წელს ითვლის და მართლაც სამაგალითოა.

ქალაქის პირველი ლედი ანუკი არეშიძე ბავშვობის მეგობრებთან დღემდე მეგობრობს. მისი ბავშვობის მეგობარია დიზაინერი ნინა ზარქუა. ისინი ერთმანეთს პოდიუმმა დააკავშირა, გოგონები ბავშვობაში დამეგობრდნენ და დღემდე სამაგლითო მეგობრობა აქვთ. ნინა ზარქუას გარდა ანუკის მეგობარია უმშვენიერესი მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი და დიზაინერი მაკა კვიციანი.

ულამაზესი ქართველი წყვილი შვილის მოლოდინში - ორსული ანა შელიას ფოტო "ინსტაგრამიდან"

"მამაჩემს ქართველი სიძე სურდა, მაგრამ როცა სალემი გაიცნეს, არჩევანი მომიწონეს" - მოდელი და პიანისტი კრისტინე კეკუტია ეგვიპტელ მეუღლეზე

ქართველი ემიგრანტი ქალი ორმაგი მოქალაქეობით, რომელიც თექის 3D ნამუშევრებს ქმნის - "ამერიკაში ცხოვრება გამიჭირდა, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში"