ავტორი:

ულამაზესი ქართველი წყვილი შვილის მოლოდინში - ორსული ანა შელიას ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ულამაზესი ქართველი წყვილი შვილის მოლოდინში - ორსული ანა შელიას ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ანა შელიას საზოგადოება კარგად იცნობს, ის "ეტამის" რჩეული ქართველი მოდელია. ანა მორაგბე ლაშა ლომიძეზეა დაქორწინებული. წყვილმა ქორწილი 2018 წლის ივნისში გადაიხადა. ხელმოწერის ცერემონია "შატო მუხრანში" გაიმართა, საქორწილო წვეულებისთვის კი სტუმრებს რესტორან "მონოპოლში" უმასპინძლეს. ანა მაშინ 19 წლის იყო, ლაშა კი 26-ის. ქორწილამდე წყვილი ერთი წლის დანიშნული იყო.

როგორც აღმოჩნდა, ულამაზეს წყვილს ქორწილიდან ორი წლის თავზე სასიხარულო ამბები აქვთ, ანა ორსულად არის. მოდელმა ფოტოები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. როგორც ყოველთვის ფეხმძიმე ანაც შეუდარებელია და ფორმას კვლავ ინარჩუნებს.

ანა შელიას დედა წარსულში ცნობილი მოდელი ლიკა კვარაცხელიაა, გოგონას მამა კი ვეტერანი ფეხბურთელი მურთაზ შელია.

ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი დაინიშნა - ვინ არის პოპულარული ექიმის სარძლო  (ფოტოები ულამაზესი წვეულებიდან)

"მამაჩემს უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ" - ბერას ცხოვრების უცნობი დეტალები

კლასიკური მუსიკის ფესტივალი "ღამის სერენადები" ფეისბუქ-გვერდზე 2 სექტემბერს პირდაპირ ეთერში კონცერტს გამართავს