"იქნებ, ოდესმე სახლში დავბრუნდეთ..." - ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრები მამა-შვილი სახლის გასაღებს ინახავს

"იქნებ, ოდესმე სახლში დავბრუნდეთ..." - ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრები მამა-შვილი სახლის გასაღებს ინახავს

23 წლის სირიელი ვალიდ დერვიში „სიენენმა“ მცირეწლოვან შვილთან ერთად ლტოლვილთა ბანაკში გადაიღო. დერვიშს ხელში საკუთარი სახლის გასაღები უჭირავს, მამა შვილი ქალაქ დუმადან არიან. ვალიდი იმედოვნებს, რომ ოდესმე გასაღების გამოყენებას კვლავ შეძლებს.

„იქნებ ერთ დღესაც სახლში დავბრუნდეთ...“ - ამბობს დერვიში.

ისინი ახლა ალ-ბოლის ბანაკში ცხოვრობენ, ალეპოს პროვინციაში. აქ თავს ასობით ოჯახი აფარებს. ლტოლვილები დამასკოსთან ახლოს მდებარე ქალაქ დუმადან არიან, სადაც, სავარაუდოდ, ქვეყნის ხელისუფლებამ შაბათს ქიმიური თავდასხმა განახორციელა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე