"არ არის ისეთი ადამიანი, რომ წამოუაროს და ეს გააკეთოს... რაღაც ზომამდე მიიყვანეს" - 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შვილი

"არ არის ისეთი ადამიანი, რომ წამოუაროს და ეს გააკეთოს... რაღაც ზომამდე მიიყვანეს" - 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შვილი

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შვილების ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძე და ნათია გობაძე საზღვარგარეთ აპირებდნენ წასვლას და ხელიც ამიტომ მოაწერეს. ამის შესახებ ლიკა და ქეთი ბაქრაძეებმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადეს.

ქეთი ბაქრაძე: ბოლო პერიოდში რიგდებოდნენ, შორდებოდნენ. მამას რაღაც გეგმები ჰქონდა. უნდოდა რუსეთის ვიზა გაეკეთებინა. სავარაუდოდ, ხელიც იმის გამო მოაწერეს, რომ ერთად წასულიყვნენ.

ლიკა ბაქრაძე: დავაზუსტებ, მამიდაჩემი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მას ელაპარაკა მამაჩემი, რომ ერთად უნდოდათ მას და ნათიას წასვლა საზღვარგარეთ.

ლიკა ბაქრაძემ გადაცემაში საუბრისას თაკო გამრეკელაშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და მკვლელობის დღე გაიხსენა.

"მე და თაკოს კარგი ურთიერთობა გვქონდა. ბოლოს მას მკვლელობის დღეს ვესაუბრე და ჩემთან გამოსვლას აპირებდა. საღამოს საათები იყო, მირეკავს ჩემი და, რა ხდება ხო არ იცი, მამას პოლიცია ეძებსო. არაფერი ვიცოდი. ბოლო პერიოდში მამასთან ურთიერთობა იშვიათად მქონდა, პირადი უთანხმოების გამო. შემდეგ ახლობლის მესიჯი მომივიდა, რომ თაკოზე ასე ამბობენო და ხომ არ იცი რა მოხდაო. როგორია ეს დაიჯერო?! თან მითუმეტეს, როდესაც ვიგებ, რომ ეს ყველაფერი მამაჩემის გაკეთებულია" - ამბობს ლიკა ბაქრაძე.

იგი ასევე გამოეხმაურა მოკლულის დედის განცხადებას, რომ მან თავად დაწერა განცხადება შეწყალების საქმეზე, თუმცა არა გათავისუფლების მოთხოვნით, არამედ ბაქრაძის შვილის სოციალური დახმარების საკითხზე. როგორც ლიკა ბაქრაძე ამბობს, ნათია გობაძემ იცრუა.

"ეს სრული სიცრუეა. ჯერ ერთი, მე მაგ დროს სოციალური უკვე გაკეთებული მქონდა და მეორეც, მამაჩემი სოციალურთან არაფერ შუაში არ იყო. სხვათა შორის, ნათიასთვის მე არ დამირეკია, რომ წამოდი შეწყალებაზეთქო, პირიქით ნათიამ დამირეკა..." - აღნიშნა ლიკა ბაქრაძემ.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ვეფხია ბაქრაძის შვილებს ამასთან დაკავშირებით ვერსია არ აქვთ:

ქეთი ბაქრაძე: არანაირი ვერსია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გააკეთა ეს. მას არ ვიცავ, აუცილებლად უნდა მიიღოს სასჯელი, მაგრამ არ არის ისეთი ადამიანი, რომ ასე წამოუაროს და ეს გააკეთოს... რაღაც დიდ ზომამდე მიიყვანეს. ეგ რომ მდგომარეობიდან გამოვა, ეგ შინაგანად მოკვდება. ვერ გადაიტანს იმას, რომ თვითონ ეგ ჩაიდინა. მაშინ არ იყო საღ გონებაზე ალბათ, ნორმალურ გონებაზე რომ ყოფილიყო, ვერ ჩაიდენდა.

ლიკა ბაქრაძე: თაკო ვერ სუნთქავს, მე ვსუნთქავ, მაგრამ რა?! ჩვენზე გადმოვიდა ეს ყველაფერი. მე რატომ უნდა მეშინოდეს იქ ჩასვლის. თაკომ ბოლოს ის მომწერა, ცუდათ ვარ, გული მაქვს ცუდათ და ბავშვებს შენ გიტოვებო. მე თაკოს შვილებსაც ყოველთვის გვერდით დავუდგები, მაგრამ როგორ შევხედო ამ ბავშვებს თვალებში? ჩვენზე არავინ ფიქრობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორივე დამნაშავეა. შვილების ცხოვრების დანგრევაში ორივე დამნაშავეა. მამაჩემმაც უნდა მოიკლას თავი და ნათიამაც.

ნახეთ ვიდეო

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შს სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს თელეთში დააკავა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს