ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი - მოწმემ თქვა, რომ ჩვენება მეგობრების გადასარჩენად შეცვალა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი - მოწმემ თქვა, რომ ჩვენება მეგობრების გადასარჩენად შეცვალა

მოწმემ თქვა, რომ ჩვენება მეგობრების გადასარჩენად შეცვალა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ განუცხადა. ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომლის დაკითხვაც უკვე მესამე პროცესია მიმდინარეობს, ჩვენებას დღესაც შეცვლის.

"მოწმემ არაერთხელ შეცვალა ჩვენება და დარწმუნებული ვარ დღესაც შეიძლება სხვა ჩვენება მისცეს სასამართლოს. ის ამბობს, რომ მეგობრების გადასარჩენად შეცვალა ჩვენება. ეს არის აბსურდი, ვინაიდან მასზე მიმდინარეობს ზეწოლა არაერთი მხრიდან. მან თავისი თავის და ახლობლების გადასარჩენად შეცვალა ჩვენება. დღესაც ველოდები მისგან ჩვენების შეცვლას", - განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს