აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა

აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა

აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი, ჯორჯ ბუშ უფროსის მეუღლე ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუშების ოჯახის ოფიციალური წარმომადგენლის ჯიმი მაკგრატის განცხადებით, ყოფილი პირველი ლედის დაკრძალვის თარიღი მალე გამოცხადდება.

CNN-ის ინფორმაციით, ბარბარა ბუშს ფილტვებისა და გულის ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ბოლო წლების განმავლობაში ის არაერთხელ იწვა საავადმყოფოში.

აღსანიშნავია, რომ 15 აპრილს ბუშების ოჯახის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, ბარბარა ბუში აღარ მიმართავდა ექიმებს და ბოლო დღეებს ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარებდა.

ბარბარა ბუში აშშ-ს პირველი ლედი 1989 წლიდან 1993 წლის ჩათვლით იყო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე