რეპერი "კაბუ" საფრანგეთში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს

რეპერი "კაბუ" საფრანგეთში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული.

საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირებს შორის ქართველი მსახიობი, რეპერი კახა აბუაშვილიც არის.

სპეცოპერაციის შესახებ განცხადება შსს-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. უწყების ცნობით, ოპერაცია 16-17 აპრილს ჩატარდა და ოთხი ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“. საბერძნეთის ქალაქ ათენში - ე.წ. „კანონიერი ქურდები“: 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“.

შსს-ს ინფორმაციით, ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, აქტიური საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: რეპერი "კაბუ" საფრანგეთში სპეცოპერაციის შედეგად დააკავებულებს შორისაა

საფრანგეთში სულ დაკავებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი, მათ შორის საქართველოს 14 და სომხეთის 1 მოქალაქე; საბერძნეთში კი - საქართველოს 23 მოქალაქე, რომლებიც ქურდავდნენ ბინებსა და მაღაზიებს, ასევე, ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციასა და ფულის გათეთრებას.

საფრანგეთის ქალაქ კაენში დაკავებული არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები, ე.წ. „მაყურებლები“. საფრანგეთის ქალაქ რენში კი სამართალდამცველებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული ლევან გოჩიაშვილი, რომელსაც, ასევე, ებარა ე.წ. „ქურდული საერთო“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში დაკავებულ პირებს შორისაა 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“, რომელიც ცნობილია რომ, ბოლო 3 წლის მანძილზე საფრანგეთში ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ ჟურნალ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საფრანგეთში სამკურნალოდ წავიდა, ნარკოტიკებისთვის თავის დასაღწევად. წელიწადნახევრის განმავლობაში იმკურნალა და დღეს უკვე ჯანსაღი ცხოვრების წეით ცხოვრობს.

იხილეთ ვიდეო: "ლაშა რუსთავსკი, "კაბუ", "ჩიკორა"... - საზღვარგარეთ ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს