კაბუ ე.წ "კანონიერ ქურდებთან" ერთად - ფოტოები "პრაიმ კრაიმის" საიტიდან

კაბუ ე.წ "კანონიერ ქურდებთან" ერთად - ფოტოები "პრაიმ კრაიმის" საიტიდან

რუსულ ვებ-პორტალზე "პრაიმ კრაიმი", სადაც თავმოყრილია მონაცემები მსოფლიოს ყველა ქვეყნის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლის შესახებ, გამოქვეყნებულია ფოტოები, სადაც კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“ ე.წ „კანონიერ ქურდებთან“ ერთად არის გადაღებული.

კაბუსთან ერთად ერთ-ერთ სურათზე არის ნოდარ შუკაკიძე, იგივე "ნოდო გლდანსკი" რომელიც სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის ფარგლებში საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში დააკავეს.

კიდევ ერთ ფოტოზე, კახა აბუაშვილთან ერთად ასევე "კანონიერი ქურდი" ირაკლი ლეჟავა, მეტსახელად "ლაზარეა" ასახული. ბოლოს ლეჟავას შესახებ ინფორმაცია 2016 წელს, მისი უკრაინიდან დეპორტაციის შესახებ გავრცელდა. უკრაინის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინიდან მაშინ მეორედ გააძევეს. ირაკლი ლეჟავა კიევში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ლეჟავასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამო, სამი წლის წინ სკანდალში გაეხვივნენ "რუსთავი 2"-ის "კომედი შოუს" მსახიობები - ვასო ფხაკაძე და ვახო ბიჭიკაშვილი. მათ საბერძნეთის ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად აღნიშნეს დაბადების დღე.

რაც შეეხება თავად ქართველ რეპერს, შსს-ს ინფორმაციით, აბუაშვილი საფრანგეთში დააკავეს. საიტზე ფოტოები 2017 წელსაა ატვირთული, თუმცა უცნობია, როდის და სად არის ისინი გადაღებული. სავარაუდოდ, ფოტოები ერთი და იმავე წვეულებაზეა გადაღებული.

ევროპის ორ ქვეყანაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადება შსს-მ დღეს გაავრცელა. დაკავებულებს შორის არის 4 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“, მათ შორის ლაშა შუშანაშვილი. ამასთან, დაკავებულები არიან სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის - კახა აბუაშვილი.

წყარო: primecrime.ru

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს