მარინ ლე პენი - მთავარი კითხვაა, საერთოდ დაბომბა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტმა ქარხანა, სადაც ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ

მარინ ლე პენი - მთავარი კითხვაა, საერთოდ დაბომბა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტმა ქარხანა, სადაც ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ

სირიაში რიგ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების შესახებ ოფიციალური პარიზის განცხადებების უტყუარობა ეჭვს იწვევს, - ამის შესახებ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა ტელეარხ BFM-TV-ს ეთერში განაცხადა.

„მთავარი კითხვა ის არის, საერთოდ დაბომბა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქარხანა, სადაც ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ და ინახავდნენ. მე საღი აზრით ვხელმძღვანელობ. როდესაც ბომბავენ ქარხანას, სადაც ქიმიური იარაღი ინახება, ესე იგი მახლობლად მცხოვრები ათასობით ადამიანის მოკვლის რისკზე მიდიან“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.

მისივე თქმით, თვითონ სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსახლეობას შორის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი არ არის.

„ჩვენ ბევრ სხვადასხვა ისტორიას გვიყვებიან, მაგრამ ამას უკვე მივეჩვიეთ. ბევრი ასეთი ისტორია მოგვისმენია, რომელსაც წლების განმავლობაში ამერიკელები გვიყვებიან. დაწყებული აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანით კოლინ პაუელით, რომელიც ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობაზე საუბრობდა, რაც ერაყში შეჭრის საბაბი გახდა. ასე რომ, ყველა იმ ინფორმაციაზე, რასაც აშშ-სგან ვიღებთ, კითხვის ნიშანს ვსვამ“, - აღნიშნა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა.

მარინ ლე პენის განცხადებით, აშშ, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი დარტყმები საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენენ.

„ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია. ეს საკამათოც კი არ არის“, - დასძინა მან.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?