წლების წინ ლაშა შუშანაშვილს თავის დახსნა 800 000 ევრო დაუჯდა, რა ელის ამჯერად? - "კანონიერი ქურდის" კრიმინალური წარსული

წლების წინ ლაშა შუშანაშვილს თავის დახსნა 800 000 ევრო დაუჯდა, რა ელის ამჯერად? - "კანონიერი ქურდის" კრიმინალური წარსული

საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში ე.წ. კანონიერი ქურდი" ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად "ლაშა რუსთავსკი" დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

"ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად - "Caucase Normandie". დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი": საბერძნეთის ქალაქსალონიკში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად "ლაშა რუსთავსკი"; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად "სიუ". საბერძნეთის ქალაქ ათენში - ე.წ. "კანონიერი ქურდები": 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად "ნოდო გლდანსკი" და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად "ჩიკორა". (იხილეთ სრულად)

როგორც ცნობილია, 2017 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან 10 "კრიმინალური ავტორიტეტი", მათ შორის ლაშა შუშანაშვილი შავ სიაში შეიყვანა.

შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში ქართველ სამართალდამცველებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ესპანეთის პოლიციამ დააკავა ლაშა შუშანაშვილის ძმის, ასევე კრიმინალური ავტორიტეტის, კახა შუშანაშვილის დაჯგუფების 23 წევრი, რომელთა შორის 19 საქართველოს მოქალაქეა. დანაშაულებრივი ჯგუფი, ძირითადად, ყაჩაღობდა და ფულს "ათეთრებდა". გაირკვვა, რომ ქართულ მაფიას საკუთარი გადამზიდავი კომპანიაც კი ჰქონია, რომლის მეშვეობითაც ნაქურდალი ნივთები რეალიზებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში გადაჰქონდათ. დაკავებულთა შორის იყო კახა შუშანაშვილის მეუღლეც, რომელსაც გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. ესპანური მედიის ინფორმაციით, შუშანაშვილთან შეგროვებული "ობშიაკი" მისივე მითითებით სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილდებოდა. ევროპული ქურდული სალაროდან ყველაზე დიდ პროცენტს იღებდა კახას ძმა, ლაშა შუშანაშვილი ("რუსტავსკი"), რომლის დაკავება პოლიციამ სპეცოპერაცია "იავის" დროს ვერ შეძლო - ის ბერძენ სამართალდამცველებს სალონიკის ერთ-ერთი სასტუმროდან გაექცა.

როგორია ლაშა შუშანაშვილის დაკავებების ისტორია?

საბერძნეთში ქართულ ორგანიზებულ დანაშაულზე საუბარი 2005 წლიდან დაიწყო. საბერძნეთის ქალაქებში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებები გამოჩნდნენ - ძარცვავდნენ ბინებს, იპარავდნენ ავტომანქანებს, ამზადებდნენ ყალბ საბუთებს. ქართული კრიმინალური სამყაროს შტაბბინა ქალაქი თესალონიკი გახდა. ამ საქმეში ქალებიც იყვნენ ჩართული...განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს