შსს-ს წარმომადგენელი - ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ შემოტანილი განცხადება არ შეიცავდა ინფორმაციას, რომ შესაძლოა მოძალადე საშიში ყოფილიყო

შსს-ს წარმომადგენელი - ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ შემოტანილი განცხადება არ შეიცავდა ინფორმაციას, რომ შესაძლოა მოძალადე საშიში ყოფილიყო

ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ შემოტანილი განცხადება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და იგი საერთოდ არ შეიცავდა ინფორმაციას, რომ შესაძლოა მოძალადე საშიში ყოფილიყო, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალადობის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს პირმა დროულად უნდა მიმართოს, ხოლო განცხადებაში ცხადად აღწეროს ფაქტის სიმძიმე.

„შემოტანილი განცხადება არ შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვინმეს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე. შემოტანილი განცხადება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და იგი საერთოდ არ შეიცავდა ინფორმაციას, რომ შესაძლოა მოძალადე საშიში ყოფილიყო იმ გოგონასთვის, რომლის მკვლელობაც მან განახორციელა. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მომართვა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უნდა მოხდეს დროულად და ამ მომართვაში სრული სიცხადით უნდა იყოს აღწერილი ფაქტის სიმძიმე, ყოველგვარი შელამაზების გარეშე“, - აღნიშნა თოლორაიამ.

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის ოჯახის წევრთა განცხადებით, გარდაცვლილის დედამ შს სამინისტროს მიმართა, რომ ვეფხია ბაქრაძე მასზე ძალადობდა და მუქარას ახორციელებდა, თუმცა, მათვე თქმით, სამართალდამცველებმა მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გასცეს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს გარდაცვლილის დედა და ბრალდებულის მეუღლე ნათია გობაძე. ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ სასტიკი მკვლელობა იმავე დღეს ჩაიდინა, როდესაც მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გაიცა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს