შარლიზ ტერონმა 22 კგ მოიმატა - ჭარბმა კალორიებმა და კილოგრამებმა მას დეპრესია დამართა

შარლიზ ტერონმა 22 კგ მოიმატა - ჭარბმა კალორიებმა და კილოგრამებმა მას დეპრესია დამართა

შარლიზ ტერონი ახალ ფილმში „ტალი“ ჭარბწონიანი ქალის როლს ასრულებს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ფილმი კინოთეატრებში მომდევნო თვიდან გამოჩნდება.

როლისთვის მსახიობს 22 კილოგრამის მომატება დასჭირდა. ტერონი ამბობს, რომ წონაში მატების გამო დეპრესია დაემართა, იძულებული იყო, ღამის 2 საათზე მაკარონი და ყველი ეჭამა.

„მსურდა მეგრძნო, რასაც ეს ქალი გრძნობდა, წონაში მატება დამეხმარა, უკეთესად გამეგო მისი ფიქრები,“ - განაცხადა 42 წლის მსახიობმა.

შარლიზის თქმით, იღებდა უამრავ შაქარს, ცომეულს, ბურგერებს, ტკბილ სასმელს.

„თავიდან ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა, თავს ვგრძნობდი ბავშვად ტკბილეულის მაღაზიაში. რამდენიმე კვირის შემდეგ კი პროცესი სახალისო სრულებით აღარ იყო. მაღვიძარა შუაღამისას რეკავდა, ვდგებოდი, რომ საჭმელი მეჭამა,“ - ჰყვება მსახიობი.

მისივე თქმით, 43 წლის ასაკში წონის მატება და შემდეგ კლება არც ისე იოლი საქმეა, მთელმა პროცესმა კი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიარა. ტერონმა მომატებული კილოგრამების დაკლება უკვე მოახერხა.

ფილმში ჩარლიზი მარლოს როლს ასრულებს, მას სამი შვილი ჰყავს, აქედან ერთი - ახალშობილია.

5 გემბანი, აუზი, სპა, კინოთეატრი - დაათვალიერეთ ბილ გეითსის სუპერიახტა, რომელიც 644 მილიონი დოლარი ღირს

9 თებერვლის ანგელოზის სავსემთვარეობა და მაგიური რიტუალი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობას უკეთესობისკენ შეცვლის

რუსი მინისტრი კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გასასინჯად სათხილამურო სათვალით მივიდა