როგორი ღვინო იწარმოება ოკუპირებულ აფხაზეთში

როგორი ღვინო იწარმოება ოკუპირებულ აფხაზეთში

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური ღვინო არაა ისეთი ცნობილი და პოპულარული, როგორც მაგალითად კახური, იმერული ან ქართლის ღვინო, აფხაზეთში მევენახეობა და მეღვინეობა ყოველთვის არსებობდა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აქ ადგილობრივი ვაზის ჯიშები დღემდეა შემორჩენილი.

ამჯამად აფხაზეთი ოკუპირებულია და ამ კუთხეში ვენახებზე დაკვირვება, რა თქმა უნდა, რთულია. თუმცა, ქართველი ღვინის მოყვარულებს იშვიათად, მაგრამ მაინც ეძლევათ საშუალება აფხაზეთიდან წამოღებული სხვადასხვა ღვინო გასინჯონ და საკუთარი დასკვნებიც გააკეთონ. საუბარია იმ ღვინოებზე, რომლებიც ბოთლში იწარმოება და აფხაზეთის გარდა, ძირითადად, მხოლოდ რუსეთის ბაზარზე გადის.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, ცნობილი იყო აფხაზეთში დაყენებული ღვინის რამდენიმე დასახელება. მაგალითად: "ლიხნი", "აფხაზეთის თაიგული", "რიწა", "სოხუმი" და სხვა... ისინი ძირითადად იყო ჩვეულებრივი სუფრის ღვინოები და ღირებულებითაც იაფფასიან ღვინოთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. დღეს ეს სახელწოდებები აფხაზეთში დავიწყებასაა მიცემული. განაგრძეთ კითხვა

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი