ერევანში ოპოზიციის აქციაზე კიდევ 16 პირი დააკავეს, მათ შორისაა აქციების ერთ-ერთი ინიციატორი

ერევანში ოპოზიციის აქციაზე კიდევ 16 პირი დააკავეს, მათ შორისაა აქციების ერთ-ერთი ინიციატორი

სამართალდამცველებმა ერევანში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე კიდევ 16 პირი დააკავეს, - განაცხადა სომხეთის პოლიციის ინფორმაციის მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა აშოტ აგარონიანმა.

დაკავებულებს შორის არის აქციების ერთ-ერთი ინიციატორი დავიდ სანასარიანი, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობის ბლოკირებას ცდილობდა.

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს მომხრეებს მოუწოდა ერევანში მოძრაობის პარალიზება მოახდინონ.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

გუშინ ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტის სხდომის ჩაშლას შეეცადა. გუშინ 123 ადამიანი დააკავეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე