მესაზღვრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

მესაზღვრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მესაზღვრის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ს მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადა, შემთხვევა ლაგოდეხში, საზღვრის ე.წ. მეორე სექტორზე მოხდა. საქმეს კახეთის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მესაზღვრე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. სხვა დეტალები უცნობია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს