სერჟ სარგსიანი - ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი

სერჟ სარგსიანი - ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი

ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი, - ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის განცხადებაში, რომელიც პოსტიდან მის გადადგომას ეხება.

„შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა, მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე