მშობიარობიდან რამდენიმე საათში ქეითი ახალშობილ პრინცთან ერთად ფოტოგრაფებთან გამოვიდა

მშობიარობიდან რამდენიმე საათში ქეითი ახალშობილ პრინცთან ერთად ფოტოგრაფებთან გამოვიდა

მშობიარობიდან რამდენიმე საათის შემდეგ ქეით მიდლტონი ახალშობილთან და ქმართან ერთად სამშობიაროს წინ რეპორტიორებთან შესახვედრად გამოვიდა. უილიამმა და ქეითმა პატარა პრინცი, რომელიც ლონდონში წმინდა მერის სახელობის სამშობიაროში დღეს 13 საათზე დაიბადა, მსოფლიოს გააცნეს. ქეითს წითელი კაბა ეცვა და ძალიან ბედნიერი ჩანდა.

ბავშვის სქესი დაბადებამდე უცნობი იყო, დილით კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა განცხადება, რომ სამეფო წყვილს ბიჭი შეეძინა. ამ დრომდე არავინ იცის ბავშვის სახელი.

რამდენიმე საათის წინ სამშობიაროში უილიამმა შვილები - ჯორჯი და შარლოტა ძმის გასაცნობად მიიყვანა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე