10 გარდაცვლილი, 15 დაშავებული - კანადაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ალეკ მინასიანია

10 გარდაცვლილი, 15 დაშავებული - კანადაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ალეკ მინასიანია

კანადაში, ტორონტოში სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეების ნაკადში შევარდა, „სიენენის“ ინფორმაციით, შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა.

ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის, მარკ სონდერსის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მძღოლი 25 წლის ალეკ მინასიანია, ონტარიოდან. ის შემთხვევიდან 30 წუთის შემდეგ დააკავეს, მანქანა მას ნაქირავები ჰქონდა.

სონდერსი ამბობს, რომ წინასწარი გამოძიების მიხედვით, მინასიანმა დანაშაული განგებ ჩაიდინა.

რვა პაციენტი სანიბრუკის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მათგან ორი გარდაიცვალა. დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა კანადის პრემიერ-მინისტრმა. ჯასტინ ტრიუდომ მომხდარს „ტრაგიკული და უაზრო თავდასმა“ უწოდა, ადამიანებს კი, ვინც სწრაფად იმოქმედეს დაშავებულების დასახმარებლად, მადლობა გადაუხადა.

„ჩვენს ქალაქებში სიარულისას თავი დაცულად უნდა ვიგრძნოთ. სიტუაციას სიფრთხილით ვაკვირდებით,“ - აღნიშნა ტრიუდომ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე