ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის გამოძიებაში ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთვებიან

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის გამოძიებაში ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთვებიან

საქართველოში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ კომპლექსურ ექსპერტიზას ჩაატარებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას, თუ რამდენი დანა გამოიყენეს დაჭრის დროს.

"დაახლოებით ორ დღეში საქართველოში ჩამოდიან ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ამ საქმეზე. ისინი მოწვეული არიან დაცვის მხარის ინიციატივით, ვინაიდან სწორედ დაცვის მხარის სურვილია საქმეზე დადგინდეს უტყუარი ჭეშმარიტება და გაირკვეს დაჭრის პროცესში რამდენი დანა მონაწილეობდა. მიგვაჩნია, რომ თუ ამ კითხვას პასუხი გაეცემა, საქმეზე ჭეშმარიტება მარტივად დადგინდება. სამწუხაროდ, ბარლდების ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს, ამ კითხვას ვერ პასუხობს", - აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.

რაც შეეხება დღეს დასაკითხ მოწმეებს, როგორც ადვოკატი ამბობს, დაცვის მხარეს მნიშვნელოვან მოწმეებთან მიმართებაში მხოლოდ ერთი მოლოდინი აქვს, რომ ისინი ჩვენებებს შეცვლიან.

"ჩვენი მოლოდინია, რომ თუ ბრალდების მხარე წარმოადგენს დღეს მნიშვნელოვან მოწმეს, ის ისევე შეცვლის ჩვენებას, როგორც ეს აქამდე დაკითხულმა არაერთმა მოწმემ გააკეთა. ვინაიდან გამოძიება აბსოლუტურად არასწორადაა წარმართული, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მოწმეები ჩვენებებს ცვლიან", - დასძინა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს