"განსაკუთრებით საყურადღებოა თხის რქებისა და მორიელებისთვის..." - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

"განსაკუთრებით საყურადღებოა თხის რქებისა და მორიელებისთვის..." - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზს გვთავაზობს: "ჯერ კიდევ გასული კვირიდან ჩართულია მარსის სექსტილი იუპიტერთან, ხოლო 24 აპრილს თავის პიკში შევა. ეს ორი პლანეტა გასული წლის დეკემბრის თვეშიც შეერთებაში იყო ერთმანეთთან, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ გარკვეულწილად კვლავ იმ თემებთან მოგიწიოთ შეხება, რასაც იმ პერიოდში გადიოდით. ეს ასპექტი დადებითი ხასიათისაა და ამიტომ მისი წყალობით მისი წყალობით ძალების მოზღვავებას ვიგრძნობთ. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც თამამად მივიღებთ და მიზნის მიღწევაც აღარ გაგვიჭირდება. არაა გამორიცხული, კარიერული წინსვლის შანსებიც მოგვეცეს, თუ რა თქმა უნდა, ამას ჩვენი პირადი რუკაც უწყობს ხელს. შესანიშნავი დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად, უცხოელ პარტნიორებთან დასაკონტაქტებლად, სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად და სხვა აქტიობებისათვის...

განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევი ეს ასპექტი თხისრქებისა და მორიელებისთვის იქნება, აგრეთვე მათთვის, ვისაც პირად რუკაში მარსი და იუპიტერი ამ ნიშნებში ჰყავთ. 25 აპრილს მერკური-სატურნის კვადრატურა გვაქვს. ანალოგიური ასპექტი არცთუ დიდი ხნის წინ, აპრილის პირველ დეკადაშიც გვქონდა. მაშინ როდესაც მერკური რეტროგრადული იყო. ახლა წინსვლით მომავალ მერკურის კვლავ მოუწია ამ ასპექტის გამეორება. სამწუხაროდ, მისი წყალობით საქმეები იწელება ხოლმე ან საერთოდ არ გამოდის, ჭიანურდება სასამართლო გადაწყვეტილებების მიღება და ექსპერტთაგან საჭირო დასკვნების მიღების პროცესი. გადმოსაგზავნ/ხელის მოსაწერ დოკუმენტს, მობილურზე ზარს შესაძლოა ნერვების დაწყვეტამდე ელოდოთ, ირღვევა გრაფიკები, მათ შორის სარეისოც. ყველაფერს გაათმაგებული შრომა სჭირდება. გართულებულია ახალი ინფორმაციის ათვისება, რადგან მეცადინეობისას ტვინში თითქოს არაფერი შედის, ან თუ რამე შედის, ცხრაჯერ უნდა წაკითხვა და მოსმენა.

არასახარბიელო შედეგები მოაქვს აგრეთვე მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს. მერკურისა და სატურნის დისჰარმონიულ ურთიერთწყობას შეუძლია ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს - პრობლემები სასუნთქ გზებზე, ასევე კიდურების ან ხერხემლის დაზიანება. ამ ასპექტის დროს არ ღირს მანქანის შეძენა.

26 რიცხვში მარსი-პლუტონის შეერთება ხდება ზუსტი. აგრესიული ქმედებები, მოულოდნელი სიტუაციები, ეჭვიანობა და ახლობელი ადამიანების მიმართ გაჩენილი უნდობლობის შეგრძნება განსაკუთრებით მათთვის იქნება ხელშესახები, ვისაც პირადი პლანეტები თხისრქის ნიშანში ჰყავს.

მოერიდეთ უფროსობასთან დაპირისპირებას, სჯობს, მოზღვავებული ენერგია რაიმე უფრო ნაკლებ კონფლიქტურ აქტიობაზე დახარჯოთ - ფიზიკურ შრომაზე, ვარჯიშზე ან თუნდაც ფეხით სერნობაზე. მომეტებული ენერგია და ცვლილებების სურვილი, გამოიყენეთ ავეჯის გადასაადგილებლად. ან რაიმე სხვა ნაკლებად სახიფათო ფიზიკურ აქტიობებში... ეს დღეები შესაძლოა რთული აღმოჩნდეს როგორც დაოჯახებული წყვილებისათვის, ისე სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფთათვის. გაიზრდება სურვილი საკუთარი ძალაუფლება სხვებს მოვახვიოთ თავს. თუმცა, როგორც ხვდებით, მეორე მხარესაც შესაძლოა ანალოგიური მოთხოვნილება გაუჩნდეს. ამიტომ ჯობია მოერიდოთ ეჭვიანობას, კამათს, ურთიერთ ბრალდებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო რამოდენიმე დღე ქიშპობის თუ არა, კონკურენციის აუცილებლობის წინაშე მაინც დაგვაყენებს.

რაც შეეხება დაძაბულ საერთაშორისო ვითარებას, სავარაუდოდ, ეს ასპექტი თავის სიტყვას აქაც იტყვის - პლუტონი ცვლილებების პლანეტაა, მარსი კი საომარ ტაქტიკას განსაზღვრავს, ამის გამო მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად შეიცვლება ის ტაქტიკა, რომელიც აქამდე იყო. ორივე პლანეტა თხისრქის ზონაშია, მეტად პრაგმატულ და პრაქტიკულ ნიშანში. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ მიღებული გადაწყვეტილებებიც ასევე გონივრული და პრაგმატული იქნება. რაღასაკვირველია, შიდა სამზარეულოს ჩვენ არავინ გაგვაცნობს, პლუტონი ამას უბრალოდ არ დაუშვებს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არცთუ მცირე ვაჭრობის და ურთიერთსარფიანი გარიგებების ფონზე მოხდება.

აი, უიქენდი კი, სავარაუდოდ, გაცილებით მშვიდად ჩაივლის. 27 აპრილს ჩართული მზე-სატურნის ტრინი 29-ში გახდება ზუსტი გაიოლებული იქნება უფროსი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობა. მშვენიერი დღეა ნიშნობისათვის, ახლობელ ადამიანთან ხანგრძლივი გეგმების განხილვისათვის. საქმიან სფეროში უძრავ ქონებაზე ხელშეკრულების დადება, იურიდიული საკითხების წამოწყება ან ოფიციალური ინსტანციებისადმი მიმართვა გამართლებას და წარმატებას მოგიტანთ. განსაკუთრებით ეს ეხებათ იმ ადამიანებს, ვისაც პირად რუკაში სატურნი რეტროგრადული ჰყავთ. ასპექტის მოქმედება ძალაში იქნება 1 მაისამდე. ასე რომ, იაქტიურეთ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს