მაკრონები აშშ-ში - ბრიჯიტი და მელანია ოფიციალურ ღონისძიებებზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ

მაკრონები აშშ-ში  - ბრიჯიტი და მელანია ოფიციალურ ღონისძიებებზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცოლთან, ბრიჯიტთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. თეთრ სახლში მათ დონალდ და მელანია ტრამპები მასპინძლობენ. საფრანგეთის პირველი ლედი ვიზიტის პირველივე დღეს ვარდისფერ პალტოში შესანიშნავად გამოიყურებოდა.

არანაკლებ მომხიბვლელი იყო ბრიჯიტი დღეს - ჟურნალისტების წინაშე მაკრონი ლუი ვიტონის კაბითა და პალტოთი გამოჩნდა. მელანია ტრამპმა კი შავი სამოსი და აქსესუარები შეარჩია - „დოლჩე & გაბანას“ შავი კაბა, „ჟივენშის“ შემოსაცმელი, „ლაბუტინის“ ფეხსაცმელი და „დიორის“ ქლათჩი.

მელანიამ და ბრიჯიტმა ქმრებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა თეთრი სახლის ეზოში ხის დარგვაში - ემანუელ მაკრონმა მასპინძელს მუხის ნერგი აჩუქა, რომელიც პრეზიდენტებმა ერთად დარგეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე