ვუვუზელათი გამოწვეული პირველი ტრავმა

ვუვუზელათი გამოწვეული პირველი ტრავმა

ვუვუზელა, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლოდ ითვლება, სახიფათო ყოფილა არა მხოლოდ გარშემომყოფთათვის, არამედ თავად "შემსრულებლებისთვისაც".

29 წლის კეიპტაუნელმა ქალბატონმა, რომელიც ინგლისის ნაკრებს გულშემატკივრობდა, ყელში ტკივილი მას შემდეგ იგრძნო, რაც რამდენიმე დღის განავლობაში სტადიონზე ვუვუზელას უკრავდა. ამის შესახებ "Газета.ру" წერს.

თავდაპირველად მან იფიქრა, რომ გაცივდა, მაგრამ, როდესაც ტკივილის შეგრძნება გაუძლიერდა, გადაწყვიტა ექიმისთვის მიემართა. აღმოჩნდა, რომ ვუვუზელაზე აქტიური "დაკვრის" შედეგად გულშემატკივარს ყელის იოგები დაუზიანდა.

ექიმმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ეს ვუვუზელათი გამოწვეული პირველი ტრავმაა. ქალბატონის გამოჯანმრთელებას ორი დღე დასჭირდება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს