ერევანში ვითარება ისევ დაიძაბა - აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს

ერევანში ვითარება ისევ დაიძაბა - აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს.

პოლიცია მობილიზებულია ყველა სამთავრობო შენობის წინ.

აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ ყველა ქუჩა გადაკეტეს, თუმცა პოლიცია მათ ხელს არ უშლის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები შესთავაზა, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

თავის მხრივ, მოძრაობის „ჩემი ნაბიჯი“ ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ უნდა მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:

„ახლა უკვე ცხადია, რომ სომხეთის რესპუბლიკური პარტია და კერძოდ, კარაპეტიანი თვლიან, რომ მოქალაქეები დაკმაყოფილდებიან სარგსიანის გადადგომით და ძალაუფლების შემდგომ გადაცემაზე ფიქრის დრო დადგა. ასეთ ვითარებაში ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, კერძოდ, ასეთი სცენარი არ იწერება რევოლუციის გეგმებში“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიის მიერ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, მოსახლეობას ყველა საარჩევნო უბნის ბლოკირებისკენ და ტოტალური დაუმორჩილებლობისა და საპროტესტო აქციების განახლებისკენ მოუწოდებს.

„სერჟ სარგსიანი წავიდა, თუმცა სხვა რესპუბლიკელებსაც უნდა ჩამოვართვათ ძალაუფლება. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სარგსიანმა განაგრძოს ქვეყნის ფაქტობრივი მართვა კულისებიდან, მმართველი პარტიის ლიდერის სტატუსით“, - დაამატა ფაშინიანმა.

მისი აზრით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ უნდა მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე