"ირაკლი, შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ყველაფერი მაგრად იქნება" - კოდუას პასუხისგებაში მიცემას ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება

"ირაკლი, შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ყველაფერი მაგრად იქნება" - კოდუას პასუხისგებაში მიცემას ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება

მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და მის მიმართ მიმდინარეობს ძებნა, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ ამბავს "ფეისბუქის" პირად გვერდზე კოდუას ყოფილი მეუღლე, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:

"იმედში ვინც მაშინ მუშაობდა, ყველამ იცის, როგორ გამოყავდა ერეკლე კოდუას თანამშრომლები შენობიდან და მისი პირადი მანქანითაც კი უშვებდა სახლში. შესაბამისად, ჟურნალისტებმა იციან სიმართლე.

რაც შეეხება ხალხს, მათმა დიდმა ნაწილმაც იცის უკვე რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური დევნითაა დაკავებული. აბა, რაღა დროს კოდუაა. ის , ხომ მხოლოდ მიშასთან გადაღებულმა ფოტომ გაგახსენათ და სხვებივით რომ ეთანამშრომლა თქვენთან, იცხოვრებდა ქვეყანაში მშვიდად.

მოკლედ, საბას მამა, ისედაც ვერ ჩამოვა ქვეყანაში, ვიდრე თქვენ ხართ მთავრობაში და წერეთ და იკითხეთ ეგ თქვენი ბრალი. და ამ ყველაფრის პარალელურად გემს მიხედეთ, გემს.

ირაკლი, შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ყველაფერი მაგრად იქნება", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ: ერეკლე კოდუა "იმედის" დარბევის საქმეზე პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

ქორწილი კარანტინის დროს - ნეფე-დედოფალი და მაყარი თბილისის ქუჩებში ველოსიპედებით სეირნობენ (ვიდეო)

"რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს პალატიდან კითხულობ..." - რას წერს ქართველი გოგონა, რომელიც გამოჯანმრთელებული 139 პაციენტიდან ერთ-ერთია

"გამარჯობა სიცოცხლე... ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ, მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი" - რას წერს ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა