ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც სომხეთის რეალობას ცვლის?

ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც სომხეთის რეალობას ცვლის?

სულ რაღაც ორი კვირის წინ ნიკოლ ფაშინიანი მცირერიცხოვანი ოპოზიციური ძალის ხმაურიანი წარმომადგენელი იყო. ახლა ის სომხეთის "ხავერდოვანი რევოლუციის" სახეა. ადამიანი, რომელიც ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს დაუპირისპირდა და მშვიდობიანი გზით რამდენიმე დღეში მისი დაძლევაც შეძლო.

ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს ჩაუდგა სათავეში. მრავალათასიანი მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა, საბოლოო ჯამში, მთავრობის მეთაურის ნებაყოფლობით გადადგომით დაგვირგვინდა.

ფაშინიანი ამ მიზნისკენ უკვე 12 წელია მიდის, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სასურველი შედეგის მიღწევას კიდევ ბევრი აშორებს, რადგან მისი თქმით, ნამდვილი რევოლუცია ახლა იწყება - "სერჟ სარგსიანის მმართველობით უკმაყოფილო ადამიანების მობილიზება რთული არ იყო, გაცილებით რთული იქნება საპროტესტო მსვლელობის პოლიტიკურ მსვლელობად ჩამოყალიბება და ათწლეულების განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის დამსხვრევა"- განმარტა ფაშინიანმა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, მსგავსი სტარტის შემდეგ ფაშინიანი მოახერხებს და სომხეთის პოლიტიკის ავანსცენაზე დარჩება.

საინტერესოა ვინ არის სომხეთის "ხავერდოვანი რევოლუციის" ლიდერი?

თავისი ზრდასრული ცხოვრების დიდი ნაწილი 42 წლის ოპოზიციონერმა ბარიკადებთან გაატარა და, როგორც წესი, სომხეთის პოლიტიკის კულისებში უფრო იყო ვიდრე სცენაზე. თუმცა თავისი საპროტესტო ისტორიის განმავლობაში ის პროპაგანადას ყოველთვის მშვიდობიან მსვლელობებს უწევდა. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მჯდომარე აქცია მოაწყო. 2 წლის შემდეგ ხელისუფლებას თავად ჩაბარდა და თითქმის 2 წელი ციხეში გაატარა, მაგრამ არასდროს უღიარებია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მასობრივი არეულობის ორგანიზება და ამ პროცესში თანამონაწილეობა წაიკითხეთ ვრცლად

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე